Wednesday, November 18, 2009

სათბურის ეფექტი







1. პროექტის სახელი: სათბურის ეფექტი

2. პროექტის მოკლე აღწერა: გლობალური დათბობის საფრთხე დედამიწაზე, მისი გამომწვევი მიზეზების დადგენა და შესაძლო ხერხებისა და გზების ძიება.
3. პროექტის სრული აღწერა:
დედამიწა სათბურის პირობებშია, ამ ეფექტის გარეშე მასზე სიცოცხლის არსებობა შეუძლებელი იქნებოდა, მაგრამ რა მოხდება, თუ სათბურის ეფექტი გაძლიერდება და ატმოსფერო უფრო მეტ სითბოს შეუნარჩუნებს დედამიწას? ეს პროცესი უკვე დაწყებულია და ის ..გლობალური დათბობის“ სახელითაა ცნობილი, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დედამიწის ზედაპირი უკანასკნელ 40 წელიწადში 1გრადუსით გათბა. დედამიწის კლიმატი ბუნებრივად იცვლება, მაგრამ უკანასკნელი საუკუნის გლობალური დათბობა მხოლოდ ბუნებრივი პროცესებით ვერ აიხსნება.

  • რა არის გლობალური დათბობის ძირითადი გამომწვევი მიზეზი და რა შესაძლო ხერხები და გზები არსებობს მისი თავიდან ასაცილებლად?
  • დაინტერესდი და გაიგე უფრო მეტი გლობალური დათბობის შესაძლო შედეგების შესახებ.
  • რატომაა მსოფლიო შეშფოთებული ამ მოვლენის გამო?
  • რა პრობლემას უქმნის გლობალური დათბობა კაცობრიობას?
  • შეიძლება თუ არა, რომ მისი შედეგები კატასტროფული იყოს?Размер шрифта4. მონაწილეთა ასაკი: 13-14 წელი.Курсив5. ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე.
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
  • გონებრივი იერიშით თემის შერჩევა;
  • მთავარი პრობლემის დასმა და ანალიზი;
  • კვლევის მიზნის ჩამოყალიბება;
  • ინფორმაციის მოძიება ინტერნეტით;
  • მინისათბურის აწყობა;
  • პრეზენტაცია;
  • შეფასება; 7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
  • მოსწავლეები დაინახავენ სათბურის ეფექტსა და გლობალურ დათბობას შორის კავშირს,
  • გაითავისებენ გლობალური დათბობის საფრთხეს და ეცდებიან იპოვონ გზები ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად;
  • დაამზადებენ მინიხელსაწყოს სხვადასხვა მოდელს
8. სარგებელი სხვებისათვის:
  • ზრთა ურთიერთგაცვლის დროს მოსწავლეები უფრო მეტს გაიგებენ გლობალური დათბობის შესახებ, ერთად გააგრძელებენ პრობლემის გადასაჭრელი გზების ძიებას
9. სამუშაო ენა-ქართული.

10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ესგ-სთან კავშირი:
  • კავშირი საგნებთან: ბიოლოგია. ასტრონომია. გეოგრაფია.
  • კავშირი ესგ-სთან: ოსწავლე ახასიათებს სითბურ მოვლენებს. ბუნ.IX.7.

12. პროექტის ფასილიტატორი:ანა მინდიაშვილი.

13. ფასილიტატორის ელ-ფოსტა: mindia.nana@gmail.com.
14. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://nanamindiasvili.blogspot.com