1. პროექტის სახელი: სათბურის ეფექტი
2. პროექტის მოკლე აღწერა: გლობალური დათბობის საფრთხე დედამიწაზე, მისი გამომწვევი მიზეზების დადგენა და შესაძლო ხერხებისა და გზების ძიება.
3. პროექტის სრული აღწერა: დედამიწა სათბურის პირობებშია, ამ ეფექტის გარეშე მასზე სიცოცხლის არსებობა შეუძლებელი იქნებოდა, მაგრამ რა მოხდება, თუ სათბურის ეფექტი გაძლიერდება და ატმოსფერო უფრო მეტ სითბოს შეუნარჩუნებს დედამიწას? ეს პროცესი უკვე დაწყებულია და ის ..გლობალური დათბობის“ სახელითაა ცნობილი, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დედამიწის ზედაპირი უკანასკნელ 40 წელიწადში 1გრადუსით გათბა. დედამიწის კლიმატი ბუნებრივად იცვლება, მაგრამ უკანასკნელი საუკუნის გლობალური დათბობა მხოლოდ ბუნებრივი პროცესებით ვერ აიხსნება.
- რა არის გლობალური დათბობის ძირითადი გამომწვევი მიზეზი და რა შესაძლო ხერხები და გზები არსებობს მისი თავიდან ასაცილებლად?
- დაინტერესდი და გაიგე უფრო მეტი გლობალური დათბობის შესაძლო შედეგების შესახებ.
- რატომაა მსოფლიო შეშფოთებული ამ მოვლენის გამო?
- რა პრობლემას უქმნის გლობალური დათბობა კაცობრიობას?
- შეიძლება თუ არა, რომ მისი შედეგები კატასტროფული იყოს?4. მონაწილეთა ასაკი: 13-14 წელი.5. ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე.
- გონებრივი იერიშით თემის შერჩევა;
- მთავარი პრობლემის დასმა და ანალიზი;
- კვლევის მიზნის ჩამოყალიბება;
- ინფორმაციის მოძიება ინტერნეტით;
- მინისათბურის აწყობა;
- პრეზენტაცია;
- შეფასება; 7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
- მოსწავლეები დაინახავენ სათბურის ეფექტსა და გლობალურ დათბობას შორის კავშირს,
- გაითავისებენ გლობალური დათბობის საფრთხეს და ეცდებიან იპოვონ გზები ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად;
- დაამზადებენ მინიხელსაწყოს სხვადასხვა მოდელს
- აზრთა ურთიერთგაცვლის დროს მოსწავლეები უფრო მეტს გაიგებენ გლობალური დათბობის შესახებ, ერთად გააგრძელებენ პრობლემის გადასაჭრელი გზების ძიებას
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ესგ-სთან კავშირი:
- კავშირი საგნებთან: ბიოლოგია. ასტრონომია. გეოგრაფია.
- კავშირი ესგ-სთან: მოსწავლე ახასიათებს სითბურ მოვლენებს. ბუნ.IX.7.
12. პროექტის ფასილიტატორი: ნანა მინდიაშვილი.
13. ფასილიტატორის ელ-ფოსტა: mindia.nana@gmail.com.
14. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://nanamindiasvili.blogspot.com
No comments:
Post a Comment